AM კატეგორიის მართვის მოწმობა

Eagle და S70 Pro-ს სჭირდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა. აი, როგორ აიღო.

აქცია

ახალი მოწმობა — პირველი კვირა უფასოდ

მართვის მოწმობა ბოლო 3 თვეში აიღე — ნებისმიერი კატეგორიის, არა მხოლოდ AM? ქირის პირველი კვირა უფასოა: პირველ დღეს მხოლოდ 180 ₾ დეპოზიტს იხდი.

დაჯავშნე მოპედი →

რა არის AM კატეგორია

რას მოიცავს
მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები
გამოცდა
მხოლოდ თეორია — 20-დან 18 სწორი პასუხი
ასაკი
16 წლიდან
ენები
ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა

საჭირო საბუთები

  • პირადობის მოწმობა
  • სამედიცინო ცნობა (ფორმა IV-100/ა)
  • დაბადების მოწმობა ან მისი ნოტარიული ასლი

არასრულწლოვნებს დამატებით სჭირდებათ მშობლის თანხმობა.

როგორ ავიღო — ნაბიჯ-ნაბიჯ

  1. მოაგროვე საბუთებიპირადობის მოწმობა, IV-100/ა ცნობა და დაბადების მოწმობა
  2. ისწავლე ბილეთები ონლაინგამოცდის ბილეთები საჯაროა: sa.gov.geteoria.on.gemartiviteoria.ge
  3. ჩააბარე თეორიამომსახურების სააგენტოში, წინასწარი ჩაწერის გარეშე — პირველი ცდა 15 ₾, განმეორებითი — 40 ₾
  4. აიღე მოწმობამზადდება 5 დღეში. დაჩქარებით: 1 დღეში — 50 ₾, 2 დღეში — 40 ₾