როგორ მუშაობს EV8-ის ქირა
-
რა წამოვიღო
პირადობის მოწმობა — აუცილებელია. მართვის მოწმობა — თუ გაქვს.
-
პირველი გადახდა
ერთი კვირის საფასური და 180 ლარი დეპოზიტი. დეპოზიტს დაგიბრუნებთ, როცა მოპედს გამართულს და დავალიანების გარეშე დააბრუნებ.
-
გადახდა
კვირაში ერთხელ, მოპედის აღების დღიდან. გადარიცხვით კომპანიის ანგარიშზე ან შოურუმში.
-
ბატარეები
მოპედს მოჰყვება ორი ბატარეა და ორი დამტენი. ბატარეას სახლში მუხტავ, ჩვეულებრივი როზეტიდან. ცვლის დროს დაგიჯდა — გამოცვალე დამუხტულზე Agrohub-ის სადგურზე ან შოურუმში, 3,49 ₾ ერთი გამოცვლა. ბატარეა მოხსენი ყოველ ღამე და ყოველთვის, როცა მოპედს უყურადღებოდ ტოვებ: ეს ხელშეკრულების პირობაა.
-
მომსახურება
სახარჯი მასალები და გაფუჭებების შეკეთება ქირის ფასში შედის. შენი ბრალით მიყენებულ ზიანს შენ ანაზღაურებ.
-
აღჭურვილობა
ჩაფხუტს, ტელეფონის სამაგრს, თერმოსაცვალსა და ზამთრის ხელთათმანებს არ ვაქირავებთ, ვყიდით განვადებით: იხდი ყოველკვირეულად ქირასთან ერთად და ნივთი შენი ხდება. ამჟამად მარაგში არ გვაქვს.
-
დაბრუნება
მოპედის დაბრუნება ნებისმიერ დროს შეგიძლია, პირველი კვირის შემდეგ. ბოლო კვირის საფასური სრულად იხდება. აბრუნებ მოპედს, გასაღებს, ორივე ბატარეასა და ორივე დამტენს.