კითხვები და პასუხები
როდის მივიღებ მოპედს?
ახალ მოპედებს ჩამოსვლამდე ჯავშნიან. დაჯავშნე შენი — დაგიკავშირდებით, როგორც კი ჩამოვა.
რამდენს ვიხდი პირველ დღეს?
ერთი კვირის ქირას და დეპოზიტს — 180 ლარს. XL1200-ზე ჯამში 320 ლარი გამოდის.
რა ვადით შემიძლია აღება?
მინიმუმ ერთი კვირით. მერე — რამდენ ხანსაც დაგჭირდება.
დეპოზიტს დამიბრუნებთ?
დიახ, თუ მოპედი და კომპლექტი წესრიგშია და დავალიანება არ გაქვს. დაზიანება ან დავალიანება თუ არის, შესაბამის თანხას დეპოზიტიდან დავაკავებთ და აგიხსნით, რისთვის.
შემიძლია ვადაზე ადრე დავაბრუნო?
დიახ. ბოლო კვირა სრულად იხდება.
სად დავმუხტო ბატარეა?
სახლში, ჩვეულებრივ როზეტში. ან გამოცვალე დამუხტულით Agrohub-ის სადგურზე ან შოურუმში — 3,49 ₾.
რა ვქნა, თუ მოპედი ცვლაში გამიფუჭდა?
დაგვირეკე: +995 595 16 55 88. შევაკეთებთ — ეს ქირაში შედის.
დაზღვევა არის?
სავალდებულო დაზღვევა S70 Pro-ს კვირის ფასში შედის. XL1200-სა და Eagle-ს დაზღვევა ჯერ არ აქვთ.
ჩაფხუტისა და აღჭურვილობის ქირით აღება შეიძლება?
არა, აღჭურვილობას ვყიდით განვადებით: იხდი კვირაში ერთხელ, ქირასთან ერთად, და ნივთი შენი რჩება.
აქციები გაქვთ?
დიახ: თუ მართვის მოწმობა ბოლო 3 თვეში აიღე (ნებისმიერი კატეგორიის), პირველი კვირა უფასოა — პირველ დღეს მხოლოდ 180 ₾ დეპოზიტს იხდი.
ხანგრძლივ ვადაზე ფასდაკლება გაქვთ?
არა. კვირის ფასი ნებისმიერი ვადისთვის ერთია.
მოპედს სახლში მომიტანთ?
არა, მოპედს შოურუმში გადმოგცემთ — ნუცუბიძის 65-ში.
გაფორმებამდე შემიძლია მოპედი გამოვცადო?
დიახ, შოურუმში ტესტ-დრაივი უფასოა.
რამდენ ხანში იმუხტება ბატარეა?
XL1200 — 3 საათში. Eagle — 3 საათში. S70 Pro — 3,5 საათში. ჩვეულებრივ როზეტში, სახლში.
რამდენ კილომეტრს ყოფნის ბატარეა?
XL1200 — 50 კმ ერთი ბატარეით. Eagle — 50 კმ ერთი ბატარეით. S70 Pro — 75 კმ ერთი ბატარეით. ყველა მოპედს ორი ბატარეა მოჰყვება, დაცლილს კი სადგურზე 3,49 ₾-ად გამოცვლი დამუხტულით.